1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 84
12345

ზეწოლა- მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში ხელძღვანელები თანამშრომლებს სთხოვენ ხალხში აწარმოონ კამპანია, რომ თუ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისინი აუცილებლად მიმართავენ რევანშს და გარდაუვალი იქნება სამოქალაქო ომი. მოხელეებს კამპანიის გაწევას სამუშაო საათებში არ ავალებენ, მაგრამ სთხოვენ ამ სახით გაავრცელონ ინფორმაცია ნაცნობებსა და ახლობლებთან....

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, ჩოხატაურის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია რომ მერიის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს ავალებენ, რომ იმუშაონ კარდაკარ და მეორე ტურში დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მათმა ნათესავებმა თუ ოჯახის წევრებმა, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, ხმა მისცეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-18
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2018-11-18 18 ნოემბერს, 13 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალთაყვის უბნის ტერიტორიულ სამსახურში სოციალურად დაუცველთათვის ხდებოდა მეორადი ტანსაცმლის გაცემა. როგორც აღნიშნავდნენ „ქართულ ოცნებას“ მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა მეორადი ტანსაცმლის ფუთები. ამის თაობაზე გაიგეს ახლოს მცხოვრებმა შეჭირვებულმა პირებმა, რომელბიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ აღნისნული დახმარება მათთვისაც გაეწიათ. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, მუნიციპალიტეტის მალთაყვის ტერიტორიული ...

პოლიტიკური ნიშნით განცხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2018-11-18
ოლქი: ახალქალაქი , ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2018-11-18 18 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრში გაიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მინისტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქცია-შეხვედრა მოსახლეობასთან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. 17 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის მიერ ახალქალაქის პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა რომ სკოლის დირექტორებმა გააკეთეს წინასწარ სიები და იმ პედაგოგებს მოაწერინეს ხელი, ვინც დაესწრებოდა 18 ნოემბერს შეხვედრას, ხოლო თუ არ დაესწრებოდნენ, შეექმნებოდათ პრობლემები სამსახურში. გარდა ...

დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-11-17
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

2018-11-17 17 ნოემბერს, ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა: პაატა ბურჭულაძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან კახაბერ ასკურავასთან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებთან ერთად მხარდამჭერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ესწრებოდა, 12 საათის ნაცვლად 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე, დარბაზში მონი...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-16
ოლქი: გარდაბანი , გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2018-11-16 16 ნოემბერს, გარდაბანში ვინმე ნათიკ სადიკოვი და მისი ბიძაშვილი, ხალხს ურიგებდნენ კარტოფილსა და ხახვს. იქ მისულ მოსახლეობას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ჰკითხა, თუ ვინ არიგებდა ამ პროდუქტებს. ზოგმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ზოგმა „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გაბილ გასანოვის თქმით, პროდუქტის დარიგება მაჟორიტარი დეპუტატის სავალან მირზოევის დავალებით და დაფინანსებით ხდება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. 17 ნოემბერს პროდუქტის დარიგება კვლავ გ...

ზეწოლა

თარიღი: 2018-11-15
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-15 კასპის რაიონის სოფელ თელიანში მცხოვრები გაერთანებული ოპოზიციის მხარდამჭერი მაია სიდამონიძის თქმით, სოფლის კლუბის დირექტორი ჟანა ტაგვიაშვილი შეშის ვაუჩერებს მხოლოდ მის მომხრეებს - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უნაწილებს, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი უარით ისტუმრებს. მაია სიდამონიძეს გრიგოლ ვაშაძის მომხრეების დაჩაგვრის სხვა მაგალითიც მოყავს, კერძოდ, ამბობს, რომ გარე განათების ნათურები მთავარ ქუჩაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სახლების წინ დაამონტაჟეს. ტერიტორიული ორგანოს რ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-14
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-14 14 ნოემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი, ასევე, არჩევნებზე მისვლა და „48 ნომრის“ შემოხაზვა მოსთხოვეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომელს ინფორმაციის გადასამოწმებლად. მან აღნიშნული ფაქტი უარყო და თქვა რომ ამ საკითხზე ჟურნალისტთან არ უსაუბრია თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს ადასტურებს. მისი თქ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2018-11-13 13 ნოემბერს, 22:26-ზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაალ კვინჩიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცია „დასაქმების რეალური შანსი“ სადაც ის 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ეძებენ სამსახურს, მოუწოდებს დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის. ამ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ დასაქმება მოხდება ფოთში არსებულ დაწესებულებებში...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 13 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით გველესიანი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ სოფელ უბისაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი, დავით მახათაძე საუბნო კომისიის თავმჯდომარეს - ბესო სახვაძეს დაემუქრა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ბესო სახვაძემ უთხრა, რომ მას 9 ნოემბერს დაუკავშირდა დავით მახათაძე და მოსთხოვა მისი შვილი, ბექა მახათაძე შეეყვანა საარჩევნო სიაში. ბესო სახვაძის თქმით, იგი მახათაძეს დაპირდა საკითხის საოლქო ...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 13 ნოემბერს ქარელის მერმა საბავშვო ბაღების დირექტორებთან თათბირი გამართა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ერთ-ერთმა ბაგა-ბაღის დირექტორმა აცნობა, მერმა შეკრებილებს უთხრა, რომ ზეპირად იცის ვისი ოჯახის წევრებმა ვის მისცეს ხმა და იანვრიდან მოხსნის ყველას ვინც ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს. თავად ქარელის მერი ბაგა-ბაღის დირექტორებზე მუქარას უარყოფს და აცხადებს რომ შეხვედრაზე მსგავსი შინაარსის საუბარი არ ყოფილა....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ხულო , ხულო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით, 13 ნოემბერს, გვიან ღამით ხულოში იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ვახტანგ გომელაური. აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ს და ხულოს საკრებულოს წევრმა ოთარ შაინიძემ 13 ნოემბერს, 20:21 საათზე ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრეს, თუმცა არც გომელაური და არც რიჟვაძე, ვიდეოში არ ჩანს ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ინფორმაციით, გომელაური, რიჟვაძე და ბოლქვაძ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-13 13 ნოემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასების გაზრდას დაპირდნენ სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი უნდა დაუჭირონ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყველა თანამშრომელს პირადი ნომრები გამოართვეს და ასვე მოსთხოვს ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. ინფორმაცია „სამართლიან არჩევნებს“ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა დაუდასტურეს, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს....

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-13 13 ნოემბერს, ადილობრივი მედიასაშუალება „სპექტრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა გულნაზი ცანკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო. გულნაზი ცანკაშვილის განცხადებით მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს შვილმა და რძალმა, იმ მიზეზით, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა. გულნაზი ცანკაშვილის თქმით მისმა რძალმა ნათია ყარაულაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილისგა...

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-12
ოლქი: აბაშა , აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-12 12 ნოემბერს, აბაშაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, რომლის ხელმძღვანელობით მერიის თანამშრომლებს დაავალეს კარდაკარ პრინციპით შეხვედროდნენ მოსახლეობას და მკაცრად მოეწოდებინათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. იმავე დღეს საჯარო მოხელეებმა კარდარ შეხვედრები ამომრჩეველთან მართლაც გამართეს. ორმა საჯარო მოხელემ ზეწოლისა და გაცემული დავალების შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია თუმცა სახელისა და გვარის გასაჯაროვებას არ თანხმდებ...

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-12
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-12 An activist of the United National Movement, Novruz Mekhtyev posted on his personal Facebook page that on November 12, a criminal police officer stopped his brother in the street and told him that “they were going too far”. The police officer took out a list of Mekhtiyev’s family members from his pocket with their personal information and said that he had been ordered to arrest one of the persons on this list before the runoff. On November 13, an official visited Mekhtiyev’s brother ...

მუქარა საპრეზიდენტო კანდიდატისადმი

თარიღი: 2018-11-12
ოლქი: მთაწმინდა , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, მუქარა საპრეზიდენტო კანდიდატისადმი

2018-11-12 12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. კონკრეტულად, იგი საუბრობდა 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და მისი შვილებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექტურ და ხმოვან შეტყობინებებზე, რომელშიც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალური იყო ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი ...

სააგიტაციო მასალების დაზიანება

თარიღი: 2018-11-10
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, სააგიტაციო მასალების დაზიანება

2018-11-10 10 ნოემბერს ღამის საათებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის კედლიდან ჩამოხიეს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატი. როგორც ენმ-ს სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბაბაკიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, მან შუაღამის 01:30 საათზე დატოვა ოფისი და დილით მოსულს პლაკატი ჩამოხეული დახვდა....

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-10
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2018-11-10 10 ნოემბერს ფოთის პოლიკლინიკაში სამედიცინო კომპანია „ევექსის“ ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ქირურგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ალერგოლოგი, დერმატოლოგი, ნეფროლოგი და გასტროენტეროლოგი შედიოდა. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევებ...

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-10
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-10 10 ნოემბერს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 5 წლის თავის აღსანიშნავად სამონასტრო კომპლექს ბანას ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა სხვადასხვა ეპარქიიდან. ტრაპეზის შემდეგ სუფრასთან სასულიერო პირები მრევლს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილისთვის სთხოვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მრევლმა მიაწოდა....