1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 84
12345

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2018-11-09
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა

2018-11-09 9 და 10 ნოემბერს, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ოფთალმოლოგიურ კლინიკაში, უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მიმდინარეობდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს სკრინინგი კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა....

წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-11-08
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-11-08 8 ნოემბერს, პრეზიდენტობის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა სადაც მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, თუმცა რუსმა სამხედროებმა ე.წ. „საზღვრის“ ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეების მშვიდობიანი და ღირსეული ყოფა უნდა უზრუნველყოს. პრე...

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

თარიღი: 2018-11-08
ოლქი: , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-08 მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე 1,634 სამხედრო პირის ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2018-11-08
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-08 8 ნოემბერს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი საბავშვო ბაღებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულებს ხელფასების 20%-ით გაზრდას შეპირდა. ხაშურის მერმა ხელფასების 20%-ით მატების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც დაუდასტურა. გურასპაშვილმა განაცხადა, რომ გაზრდილ სახელფასო სარგოს ისინი იანვრიდან მიიღებენ. მე-7 საბავშვო ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ხელფასების მომატებას შეეხებოდა და მ...

ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-08
ოლქი: აბაშა , აბაშა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-08 8 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა დავით დარცმელიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ძველ აბაშაში, ეწერში და ასევე ქალაქის რიგ უბნებზე, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ, გადასცემენ მათ პირადობის მოწმობები, რომელსაც დაუბრუნებენ არჩევნების შემდეგ. მეორე შემთხვევაში ამომრჩეველს პირდებიან გარკვული რაოდენობის თანხას, რომლის სანაცვლოდ მან უბანზე უნდა მიიყვანოს 10 ამომრჩეველი. ამის ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2018-11-07
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2018-11-07 7 ნოემბერს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი ჯამბულ სოინოღლი გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ერთი საათით ადრე წასვლა დაასახელა. სოინოღლის თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ის სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი იყო. ჯამბულ სოინოღლი წლების განმავლობაში თბილისის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობდა, მას შენ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2018-11-07
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2018-11-07 ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი 7 ნოემბერს სამსახურიდან აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც ბაღის შესამოწმებლად წინა დღეს შევიდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. თამარ სიბაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზად დაასახელეს საბავშვო ბაღში უსაფრთხოების და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევა, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ნორმები დარღვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზ...

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-07
ოლქი: ახალქალაქი , ახალქალაქი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-07 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი, რემო პოღოსიანი გადაიყვანეს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში. მას თავზე 2 ჭრილობა ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ახალქალაქის შტაბის უფროსმა, აშოტ რაისიანმა განაცხადა, რომ აქტივისტი რემო პოღოსიანი პოლიტიკური ნიშნით ცემეს, თუმცა თავად პოღოსიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ არავის უცემია, ოჯახში საშემოდგომო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დაეცა და დაშავდა. აშოტ რაისიანი აცხადებს, რომ რემო პოღოსიანმა ინციდენტიდან 5...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-06
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-06 6 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ფოთის ოლქის #16 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს მანანა ქაბზინაძეს, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამსახურის თანამშრომელია ფოთის მერმა არჩევნების შემდგომ დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება. #16 უბანზე გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე ქაბზინაძემ წილისყრის გარეშე გადაანაწილა კომისიის წე...

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-06
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-06 6 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრმა, გარსევან ბუხნიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ საგარეჯოს მერის წარმომადგენლებს და მერიის სამსახურების უფროსებს უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე, კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე. მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ზემოთ ხსენებული პირები დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს....

ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-06
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2018-11-06 6 ნოემბრის ღამის საათებში, სოფელ ბოდბეში „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი. პარტიის ინფორმაციით, უცნობი პირები ლაზარიაშვილს სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდნენ და მოითხოვდნენ მეორე ტურისთვის პოლიტიკური აქტივობა შეეწყვიტა. თავად ბესიკ ლაზარიაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისგან და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება....

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-11-05
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-11-05 5 ნოემბერს, საღამოს საათებში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრა ჰქონდა გლდანის რაიონის მოსახლეობასთან. ის გადაადგილდებოდა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მოქალაქეებს და მოვაჭრეებს ესაუბრებოდა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა. ენმ-ს გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოჩა კოკაიამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო შეხვედრის ხელის შეშლის ფაქტს. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ხელს უშლიდა ჯგუფი შეძა...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2018-11-05
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-05 რუსთავში მე-6 და მე-11 მიკრო რაიონების საერთო საცხოვრებლის მობინადრეებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ. 5 ნოემბერს, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ქონების გადაცემის დეტალებზე ესაუბრნენ....

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

თარიღი: 2018-11-03
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-03 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თელავში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ. ტელეკომპანია იმედის ცნობით, დაგეგმილია საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანაც, რის შემდეგაც ბინებს მოსახლეობას ეტაპობრივად გადასცემენ....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2018-11-02
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-02 16 ივლისს ტყიბულში აფეთქებისა და 5 მუშის გარდაცვალების შემდეგ მინდელის სახელობის შახტი გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე დაიხურა. მაშინ მეშახტეებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ დასაქმებულები ანაზღაურებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ. 2 ნოემბერს, როგორც თავად ამბობენ, მეშახტეებს შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. იმავე დღეს, ეკონომიკისა და მდ...

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

თარიღი: 2018-11-02
ოლქი: , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-02 2 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უმოკლეს ვადებში იგეგმება დადგენილების შემუშავება, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ....

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

თარიღი: 2018-11-02
ოლქი: , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-02 2 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

თარიღი: 2018-11-01
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2018-11-01 1 ნოემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოსა და ზუგდიდში იგეგმება 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია ...

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

თარიღი: 2018-11-01
ოლქი: , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2018-11-01 ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

თარიღი: 2018-11-01
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-01 ნოემბრის დასაწყისში, გორში, სავარაუდოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რეკავდენ სახლის ტელეფონის ნომრებზე და აწარმოებდნენ გამოკითხვას: იყვნენ თუ არა არჩევნებზე, ვის მისცეს ხმა და ერთი შეხედვით დაზუსტების მიზნით ეკითხებოდნენ კვლავ მუშაობს თუ არა ის სამსახურში (სამსახურის მითითებით), სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის მისი პერსონალური ინფორმაცია ცნობილია....