1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 101
123456

საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 2020 წლის 19 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილს საარჩევნო შეხვედრა ჰქონდა გლდანის მე-3 მ/რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რა დროსაც მათთან მივიდა რამდენიმე მოქალაქე და შეკრებილებს მოღალატეებს და გამყიდველებს ეძახდნენ, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში განცხადა, რომ ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას შტაბიდან...

საარჩევნო შტაბბინების დარბევა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 22 სექტემბერს, ბოლნისში, ოპოზიციონერთა ოფისები შეღებეს და დააზიანეს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავით უხამსი ნახატები და წარწერები დატოვეს ბოლნისი,თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების კედლებზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს პოლიციას. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს კახა ოქრიაშვილის შტაბის უფროსმა უთხრა, რომ ოფისთან...

ოფისის დარბევა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 17 სექტემბერს, ღამით, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატის - ლევან ხაბეიშვილის, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ღამის ორ საათზე მოხდა. დამკვირვებელთან საუბრისას, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ ღამის 4 საათზე გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა, რომ ოფისი დარბეულია. ადგილზე დახვდათ აგურებით ჩამსხვრეული მინები, რომელიც სავარაუდოდ სპეციალურად იყო მიტანილი. ოფისის გვერდით არის სადღეღამისო სუპერმარკეტი და ირაკლი ნადირ...

თვალთვალი "ლელოს" წევრებზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 16 სექტემბერს, პარტია „ლელომ" გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრეს ავტომობილებზე, რომლებიც, მათი თქმით ,,ლელოს’’ წევრებს უთვალთვალებენ. „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით II252HH, რომელიც თვალთვალს ახორციელებდა. აღნიშნული ფაქტი „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებე...

მუქარა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ლია ჩიგოგიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 25 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარი კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც გოგორიშვილი საუბრობდა ჩოხატაურში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროგრამაზე, საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე მას დაემუქრა და უთხრა, რომ გოგორიშვილი არჩევნების შემდეგ წავა ჩოხატაურიდან და საინტერესოა თავად ლია ჩიგოგიძე როგორ აპირებს ამ რა...

ზეწოლა საუბნო კომისიის წევრებზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ჩოხატაურში, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, სოფლებში - ჩაისუბანი, ჭაჭიეთი და ხიდისთავი, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ ქვოტით იყვნენ დანიშნულნი. ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პიროვნებებს, არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან“ და ცდილობენ მათ გადაბირებას. ლია ჩიგოგიძე კონკრეტულ პირებს არ ასახელებს, რათა მ...

"ლელოს" ახალგაზრდული გუნდის წევრის მიმართ ზეწოლა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 12 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა პარტიის ახალგაზრდული გუნდის წევრის, ირაკლი მატუას მიმართ ზეწოლის შესახებ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრმა ოთარ ქადარიამ, ირაკლი მატუას პარტიის დატოვების სანაცვლოდ, მე-11 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა თანხა 600 ლარის ოდენობით. ირაკლი მატუამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან დაადასტურა ზემოაღნიშნული. მისივე განმარტებით, ოთარ ქად...

სიტყვიერი შეურაცყოფა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 9 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, შეხვედრის დაწყებამდე, მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია და „ქართული ოცნების“ აქტივისტი დალი ლატარია, რომლებიც მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერები არიან. პარტიის მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში ასევე ჩანს მუნიციპალიტე...

მუქარა/დაშინება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 17 სექტემბერს, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად გამართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მრელაშვილმა დამკვირვებელთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, არაერთმა დირექტორმა შესჩივლა, რომ მათ ტელეფონებზე ხშირად შემოდის ანონიმური ზარი, რომლის დროსაც მათ ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებ...

დაშინება და მუქარა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 12 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ თელავის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის „ლიმბო“ მფლობელის მიმართ, ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიული ქმედებები იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სავაჭრო ცენტრის გარე ფასადზე, განთავსდა მისი სააგიტაციო ბანერი. განთავსებიდან რამდენიმე დღეში, სავაჭრო ცენტრს მიუვიდა შეტყობინება, რომ შემოსავლების სამსახური იწყებს მათი საქმიანობის შესწავლას. შპს „ლიმბოში“ ადასტურებენ, რომ შემოსავლების სამსახურიდან ნ...

დაშინება და მუქარა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 13 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა სოფელ მეჯვრისხევში, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა პარტიის წარმომადგენელს - ვასილისა ჯაბახიძესა და მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელ, ალექსანდრე ბუჯიაშვის შორის. ვასილისა ჯაბახიძის თქმით, დაინახა, რომ გზის მეორე მხრიდან ფოტოებს უღებდნენ ავტომობილიდან და შეეცადა გაერკვია მიზეზი. მანქანაში აღმოჩნდნენ ლექსო ბუჯიაშვილი და მისი თანამშრომელი, რომლებმაც დაამ...

მუქარა და დაშინება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 10 სექტემბერს, „ევროპული საქართველოს" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ხიდისთავის ზონის კოორდინატორს შალვა ქვრივიშვილს „ქართული ოცნების" წევრები - ვანო ნონიკაშვილი და ლელა ლუკაშვილი, მმართველი პარტიის სახელით აშინებენ. ვანო ნონიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ლევან თარხნიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას აღ...

მუქარა და კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობა

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2020-09-30 პარტია „ევროპული საქართველოს” რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 12 სექტემბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს" შტაბის მოხალისეებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების" აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, აქტივისტებს შავი ჯიპით, ლევან მენახში...

ჟურნალისტის მუქარა და დაშინება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 16 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, ოპოზიციისა და მოსახლეობის შეხვედრის შემდეგ, „მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის „ქართული ოცნების" დეპუტატი საკრებულოში ვუგარ ისაევი დაჭრით დაემუქრა და უთხრა „არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ სულ სხვა სიტყვებს გეტყვი მიდი იმუშავე ნაციონალებზე". ისაევმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან განაცხ...

ზეწოლა/მუქარა "ლელოს" წევრზე

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2020-09-30 ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, გრძელდება ,,ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი, რაც მანკიერ პრაქტიკად იქცა და, არასდროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადეკვატური რეაგირება. “ლელოს" ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავე...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-30 15 სექტემბერს, დმანისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის მომხრეებს თავს დაესხნენ. ოქრიაშვილი მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. საქმეზე გამოძიება სსკ 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. https://publika.ge/kakha-oqriashvilis-tqmit-mis-momkhreebs-tavs-daeskhnen/...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-30 19 სექტემბერს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გლდანის ხევის დასახლების #1 კორპუსთან მდებარე სკვერში. სკვერი არის ახლადრეაბილიტირებული გლდანის რაიონის გამგეობის მიერ და იქ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წევრების მიერ განთავსებული იყო პარტიის სიმბოლოკიანი დროშები. სკვერში მივიდა „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 10-მდე წარმომადგენელი და პარტიული დროშების საქართველოს დროშებით ჩანაცვლება სცადა, რასაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მხარეებს შორის...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: მთაწმინდა , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-30 24 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზვიად კუპრავას განცხადებით, მისი შტაბის წევრს ნინია ცისკარიშვილს ორი უცნობი დაესხა თავს, რომელთაც „ხელი დაუჯიკავეს და ძირს ათრიეს“. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცემასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს....

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-30 27 სექტემბერს, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც, მისი თქმით, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს, სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ან ფანჯრიდან. მელია მომხდარს „ქართულ ოცნებას" უკავშირებს. ...

ფიზიკური დაპირისპირება

თარიღი: 2020-09-30
ოლქი: ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2020-09-30 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის თქმით, თავდამსხმელებს შორის იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. დაპირისპირების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები სავარაუდოდ, ფხიზლები არ იყვნენ და ცეცხლსასროლი...