1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 33
12

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დუშეთის ბაღების თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა შესახვედრად ბაღის მასწავლებლები დუშეთის კულტურის სახლთან დაახლოვებით ნახევარი საათით ადრე გამოცხადდნენ, როდესაც ჯერ კიდევ სამუშაო საათები იყო. დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მისვლის დავალება ბაღის დირექტორებისგან მიიღეს, რომლებმაც თავის მხრივ ეს დავალება დუშეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღეს....

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 ბაღების სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა კახა კახიშვილის სააგიტაციო მასალა....

არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 ისნის გამგეობის თანამშრომელმა, ხვიჩა ჩალაბაშვილმა, სამუშაო საათებში თავის პირად „ფეისბუქზე“ გააზიარა პოსტი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კახიშვილის სასარგებლოდ....

სასულიერო პირების მონაწილეობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 20 სექტემბერს, თერჯოლაში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატის წარდგენას, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო.  ...

სასულიერო პირების მონაწილეობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 19 სექტემბერს, წყალტუბოში გამართულ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას, ასევე, დაესწრო მეუფე იოანე. ...

სასულიერო პირების ჩართულობა კამპანიაში

თარიღი: 2020-10-01
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-10-01 18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი. ...

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია....

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ქარელი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 3 სექტემბერს, ქარელის მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა....

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა....

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო....

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო....

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-09-09
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-09-09 11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა....

ეკლესიის ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში

თარიღი: 2020-07-26
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში

2020-07-26 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, მრევლს სიძულვილის ენის შემცველი ქადაგებით მიმართა. მისი განცხადებით, იგი ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოქნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მეუფის თქმით, დარგალმა „რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამარღვეველის, ნარიმან ნარიმანოვისა.” სამწყსოს...