1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 152
12345678

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრის რადიუსის გარეთ. დროდადრო პირები რადიუსს შიგნითაც შემოდიოდნენ. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: სამგორი , სამგორი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხუთამდე ე.წ. "ძველი ბიჭი", რომლებიც ეკონტაქტებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა კავშირის" უბანზე მყოფ წარმომადგენლებთან. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები გამოდიოდნენ საარჩევნო უბნიდან და ინფორმაციას აწვდიდნენ ე.წ. "ძველ ბიჭებს". ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო სამი მიკროავტობუსი, რომლებშიც იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების” კოორდინატორები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებით და აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა დაახლოებით 10 პირის შეკრება. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 10 მეტრში შეინიშნებოდა საეჭვო პირების შეკრება მსუბუქი ავტომობილებით. ...

საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე თითქმის არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, იმყოფება განცალკევებულ ოთახში და არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესს.

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე თითქმის არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, იმყოფება განცალკევებულ ოთახში და არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესს. დაახლოებით 1 საათის წინ მან საერთოდ დატოვა საარჩევნო უბანი და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ...

მითითებული QR კოდით გადამოწმების შემდეგ აღმოჩდა, რომ „ანტიკორუფციული მედია ცენტრის“ სამკერდე მოწმობის მფლობელი რეალურად არის სხვა პირი

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #110 საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შევიდა მოქალაქე, რომელსაც „ანტიკორუფციული მედია ცენტრის" სამკერდე მოწმობა ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა რეგისტრაციის გავლა. მისი მოწმობა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა გადაამოწმა მითითებული QR კოდით. აღმოჩდა, რომ სამკერდე მოწმობის მფლობელი რეალურად არის სხვა პირი. ...

წესრიგის სისტემატური დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე სისტემატიურად ირღვევა წესრიგი, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა. თავმჯდომარე არ ახდენს სათანადო რეაგირებას. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, რეგისტრატორებს ხელი ეშლებათ ფუნქციის შესრულებაში. ...

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ჯიბეში ჩაიდო მერის საარჩევნო ბიულეტენი.

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ჯიბეში ჩაიდო მერის საარჩევნო ბიულეტენი. ...

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, აგიტაცია კენჭისყრის შენობაში

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე შევიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", „ახალგაზრდა თაობათა ლიგა"; „ანტიკორუფციული მედია-ცენტრი" დამკვირვებლები, რომლებმაც კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოთქვეს ბრალდება, რომ მან ერთ-ერთ ამომრჩეველს უკარნახა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. აღნიშნულს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ დამკვირვებლების მიმართ შეადგინა გაძევების ოქმი, თუმცა კომისიის თავმჯდომა...

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, აგიტაცია კენჭისყრის შენობაში

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რომელსაც უბანზე შესვლისას არ ჰქონდა სამკერდე მოწმობა. ამასთან, იგი უბანზე ღიად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლო აგიტაციას. მოგვიანებით ამ პირმა ხმა მისცა იგივე უბანზე და კაბინაში გადაიღო ფოტო. მითითების მიუხედავად, კომისიის წევრებს დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ...

ამომრჩევლის აღრიცხვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორები ახორციელებენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ცალკე ფურცელზე აღრიცხვას მათი სახელისა და გვარების მითითებით. ...

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ჩუღურეთი , ჩუღურეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების პირადი ნომრები მითითებული იყო შეცდომით. ასევე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ბიულეტენებთან შედარებით ერთით ნაკლები ხელმოწერაა. ...

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სხვის ნაცვლად მოაწერინა ხელი. ამავე უბანზე ორ ამომრჩეველს ხელმოწერების ნაცვლად დასმული აქვთ ჯვრები. მათი ახსნა-განმარტებით არ იცოდნენ ხელმოწერა. ორივე ამომრჩეველს გადასცეს ბიულეტენები და მიაცემინეს ხმა. ...

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ხელვაჩაური , ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #28-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ სიაში სხვა პირის ხელმოწერა დახვდა. ...

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა აღმოაჩინა მისი ხელმოწერის გასწვრივ სხვა პირის ხელმოწერა.  ...

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა და სამაგიდო სიაში ხელი მოაწერინა ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი უბნიდან გააბრუნეს ისე, რომ მას ხმა არ მიუცია. ამავე უბანზე მისულ ამომრჩეველს თავის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა სხვის მიერ, თუმცა მისი სახელით, აღსანიშნავია, რომ ამ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლის გრაფაში სთავაზობდნენ ხელის მოწერას. ამავე უბა...

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ...

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ...

Ხმის მიცემის წესის დარღვევა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2021-10-30 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უკვე მარკირებული ამომრჩევლების მხრიდან უბანზე შესვლის მცდელობა (5 შემთხვევა). ...