1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 78
1234

სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: სამგორი , სამგორი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელმა დაინახა, რომ ნაკადის მომწესრიგებელს დაურეკა ტელეფონმა, რა დროსაც ეს უკანასკნელი გამოვიდა გარეთ და ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელიც უკვე ტოვებდა კენჭისყრის შენობას, ხელიდან ხელში გადასცა დაკეცილი ქაღალდი, რომელიც, დიდი ალბათობით, იყო ფული. ...

სავარაუდო მოსყიდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ, პირისთვის ფულის გადაცემის ფაქტი გარე პერიმეტრზე ხანგრძლივად მყოფი პირის მიერ. მოცემული პირი დღის განმავლობაში კომუნიკაციაში შედიოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებთან. დაფიქსირდა იმავე პირის მიერ ამომრჩევლისთვის ლურჯი ფერის გაურკვეველი ბარათის გადაცემის ფაქტი. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: სამგორი , სამგორი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #110 უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება, სამ სხვადასხვა მანქანაში.  ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრის რადიუსის გარეთ. დროდადრო პირები რადიუსს შიგნითაც შემოდიოდნენ. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: სამგორი , სამგორი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხუთამდე ე.წ. "ძველი ბიჭი", რომლებიც ეკონტაქტებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა კავშირის" უბანზე მყოფ წარმომადგენლებთან. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები გამოდიოდნენ საარჩევნო უბნიდან და ინფორმაციას აწვდიდნენ ე.წ. "ძველ ბიჭებს". ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო სამი მიკროავტობუსი, რომლებშიც იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების” კოორდინატორები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებით და აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა დაახლოებით 10 პირის შეკრება. ...

პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 10 მეტრში შეინიშნებოდა საეჭვო პირების შეკრება მსუბუქი ავტომობილებით. ...

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, აგიტაცია კენჭისყრის შენობაში

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე შევიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", „ახალგაზრდა თაობათა ლიგა"; „ანტიკორუფციული მედია-ცენტრი" დამკვირვებლები, რომლებმაც კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოთქვეს ბრალდება, რომ მან ერთ-ერთ ამომრჩეველს უკარნახა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. აღნიშნულს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ დამკვირვებლების მიმართ შეადგინა გაძევების ოქმი, თუმცა კომისიის თავმჯდომა...

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, აგიტაცია კენჭისყრის შენობაში

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რომელსაც უბანზე შესვლისას არ ჰქონდა სამკერდე მოწმობა. ამასთან, იგი უბანზე ღიად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლო აგიტაციას. მოგვიანებით ამ პირმა ხმა მისცა იგივე უბანზე და კაბინაში გადაიღო ფოტო. მითითების მიუხედავად, კომისიის წევრებს დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ...

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2021-10-30 #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #1 უბნის თავმჯდომარე და მდივანი არიან ნასვამ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიით "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ. მას არ მიეცა უბანზე დაკვირვების განხორციელებისა და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. მის მიმართ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ჰქონდა უკიდურესად მწვავე ხასიათი, რის გამოც დამკვირვებელმა გამოიძახა პოლიცია. ...

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2021-10-30 #17 თელავის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს შეეზღუდა დამკვირვებლის უფლებები, მას არ მიეცა მარკირების სითხისა და მარკირების შესამოწმებელი ფანრის დათვალიერების უფლება. ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარე იჩენდა განსაკუთრებულ აგრესიას, უყვიროდა მას და ქმნიდა მტრულ გარემოს.   ...

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #72-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ გამოირჩევიან აგრესიით, უზღუდავენ დაკვირვების უფლებას, ემუქრებიან უბნიდან გაძევებით და უბანში თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევენ.  ...

უბანზე მყოფი დამკვირვებლების ან/და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა უბანზე მყოფი პირების მრავალჯერადი კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან....

უბანზე მყოფი დამკვირვებლების ან/და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანთან ”ქართული ოცნების" წარმომადგენელი/დამკვირვებელი კომუნიკაციაში შედის 100 მეტრს ფარგლებს გარეთ მობილიზებულ კოორდინატორებთან. ...

სააგიტაციო მასალის განთავსება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანთან, 25 მეტრის ფარგლებში, განთავსებულია "ქართული ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის საარჩევნო პლაკატი....

სააგიტაციო მასალის განთავსება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის შენობიდან 25 მეტრამდე მანძილზე გამოკრულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატი. ...

კოორდინატორების მობილიზება უბანთან და ამომრჩეველთა აღრიცხვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანთან ,,ქართული ოცნების" დამკვირვებელმა რამდენჯერმე ავტომობილით მოიყვანა ამომრჩევლები. ამასთანავე, შეინიშნებოდა კომუნიკაცია უბანთან მყოფ სხვა ამომრჩევლებთან....

კოორდინატორების მობილიზება უბანთან და ამომრჩეველთა აღრიცხვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #20 Რუსთავის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის ფარგლებს მიღმა ადგილი აქვს პირთა საეჭვო შეკრებას ავტომობილებში, რომლებიც სახელობით სიებში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. საარჩევნო უბნიდან ხმის მიცემის შემდეგ გამოსული ამომრჩევლების ნაწილი ამ მანქანასთან მიდის. ...

კოორდინატორების მობილიზება უბანთან და ამომრჩეველთა აღრიცხვა

თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები / ტენდენციები

2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც იმყოფებიან, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს და დამკვირვებლებს. მათ აქვთ სია და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოუწოდებენ ამომრჩევლებს ხმის მიცემისაკენ. ...