1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 95
12345

ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე

თარიღი: 2013-11-04
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ყალბი/არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2013-10-27 საბურთალოს რაიონში #58 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის თანხმლებმა კომისიის წევრებმა მოქალაქეს ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს. ფაქტი დაფიქსირდა 20:30 საათზე, გადასატანი ყუთის გახსნის დროს. ინციდენტი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში და ასევე დაიწერა საჩივარი საოლქო კომისიაში....

შემაჯამებელ ოქმზე კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის არარსებობა

თარიღი: 2013-10-28
ოლქი: კრწანისი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2013-10-28 კრწანისის #19 საარჩევნო უბანზე, შემაჯამებელ ოქმზე არ იყო დაფიქსირებული უბნის კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა. აღნიშნულ დარღვევაზე დამკვირვებელმა საჩვარი დაარეგისტრირა ოლქში...

შემაჯამებელ ოქმი ბეჭდის გარეშე

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2013-10-27 საოლქო კომისიაში წყალტუბოს 39–ე უბნის შემაჯამებელი ოქმი შემოვიდა ბეჭედდაუსმელ მდგომარეობაში, მასზე იყო მხოლოდ კომისიის წევრთა ხელმოწერები. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, აღნიშნული ოქმი მაინც მიიღო საოლქო კომისიამ. აღნიშნულ დარღვევაზე დარეგისტრირდა საჩივარი....

ოქმის შედგენის წესების დარღვევა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2013-10-27 ლაგოდეხის 30–ე საარჩევნო უბნიდან შემოსულ ოქმებს არ ქონდა დარტყმული ბეჭედი. ამასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი, რომელიც დარეგისტრირდა საოლქო კომისიაში....

ბიულეტინის ბათილად ცნობის წესის დარღვევა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, ხმის დათვლის პროცედურების დარღვევა

2013-10-27 ბათუმის #66 საარჩევნო ოლქის კომისიის თავჯდომარე თვლის პროცესში ერთპიროვნულად იღებდა ბიულეტინის ბათილად/ნამდვილად ცნობის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში და ასევე დაიწერა საჩივარი....

ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები

2013-10-27 გორში #13 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობას (ოთხით ნაკლები ბიულეტენი). ფაქტი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში....

საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: გარდაბანი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, ხმის დათვლის პროცედურების დარღვევა

2013-10-27 გარდაბნის 30-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შემდეგ არ დაულუქავთ საარჩევნო მასალები და ისე გადაიტანეს ოლქში. მასალების დალუქვა მოხდა ოლქში მიტანის შემდგომ. დარღვევა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. დაიწერა საჩივარი, რომელიც დარეგისტრირდა ოლქში. საჩივრის მოთხოვნა იყო საუბნო კომისიის წევრისა და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენება...

სამაგიდო სიაში ამომრჩეველმა ხელი არ მოაწერა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ხულო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, სხვა

2013-10-27 ხულოს რაიონის #18 საარჩევნო უბანში სამაგიდო სიაში ერთ ამომრჩეველს არ ქონდა ხელი მოწერილი, თუმცა მასზე გაიცა ბიულეტენი და ამომრჩეველმა მისცა ხმა. აღნიშნულის შესახებ დაფიქსირდა ჩანაწერების წიგნში....

საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება, სხვა

2013-10-27 ბათუმის #61 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ დაილუქა ამომრჩეველთა სია. სადემონსტრაციო ოქმში არ შევიდა მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (21:15სთ). დარღვევა დაფიქსირდა ჩანაწერების წიგნში და აღმოფხვრილ იქნა კომისიის თავმჯდომარის მიერ....

ბიულეტინების დაზიანების ფაქტი

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს

2013-10-27 სამგორის რაიონში #5 უბანზე რეგისტრატორების მიერ ბიულეტინები არასწორად იყო მოხეული. კერძოდ, ზოგ ადგილას ნომერი საერთოდ მოხეული იყო და ზოგან ნახევრად ჩანდა ნომრები. ინციდენტი აღინიშნა ჩანაწერების წიგნში, ასევე დარეგისტრირდა საჩვარი საოლქო კომისიაში....

უბანზე ყოფნის უფლებისმქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უფლებების შეზღუდვა

2013-10-27 ლაგოდეხის მე-14 ოლქის მე-19 უბანზე სამართლიანი არჩევნების კოორდინატორმა დააფიქსირა, რომ კომისიის თავჯდომარემ აკრედიტირებული მედიასაშუალება ჰერეთის ჟურნალისტს, სოფიო სარალიძეს შეუზღუდა უბანზე ყოფნა 20:00 საათის შემდეგ. დაიწერა საჩივარი დაიწერა ინციდენტის აღმოფხვრის მოთხოვნით. საჩივრის რეგისტრაციის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ აღნიშნული დარღვევა აღმოფხვრა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე, საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება

2013-10-27 ქუთაისში #65 საარჩევნო უბანში ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტების გარეშე ჩააგდეს. მესამე საკონტროლო ფურცელზე, რომელიც კომისიის თავმჯდომარესთან ინახებოდა, დაფიქსირებულია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა. ეს უბნის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს. ინციდენტი ჩვენმა კოორდინატორმა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში და მოითხოვა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა....

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ყალბი/არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

2013-10-27 მარნეულში #56 საარჩევნო უბანზე, ორმა მოქალაქემ მართვის მოწმობით მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩვარი რომელიც საოლქო კომისიაში დარეგისტრირდა....

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: კასპი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ყალბი/არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

2013-10-27 კასპში #26 საარჩევნო უბანზე 18:40 საათზე ამომრჩეველს მართვის მოწმობით მიაცემინა ხმა. 18:50 საათზე კი პირადობის მოწმობის გარეშე ხმა მიაცემინა რეგისტრატორმა. აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში და დაიწერა საჩივარი საოლქო კომისიაში....

გადასატანი ყუთის დაზიანება

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე, უბნის არასათანადოდ მოწყობა, სხვა

2013-10-27 თელავის მე-17 ოლქის მე - 9 უბანზე Aგადასატანი ყუთის ჭრილი უბანში დაბრუნების დროს არ იყო დალუქული. აღნიშნულზე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში გაკეთდა. კომისიის თავჯდომარის მიერ აღმოფხვრილი იქნა დარღვევა....

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, აგიტაცია საარჩევნო უბანზე

2013-10-27 ლაგოდეხში #19 საარჩევნო უბანზე 3-დან 2 კაბინაში ბიულეტენის ნიმუშზე შემოხაზული #41. დამკვირვებელმა ეს 13.57 საათზე შეამჩნია. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში. დარღვევა აღმოფხვრილ იქნა კომისიის თავმჯდომარის მიერ....

არაუფლებამოსილი პირები უბანზე

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2013-10-27 ახალციხის ოლქის #5 უბანზე 18:30 წუთზე დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტი. კერძოდ, ამ დროისათვის უბანზე თანადროულად იმყოფებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", " ქართული ოცნება-დეკომოკრატიული საქართველოს" და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის 2-2 წარმომადგენელი. ფაქტის შესახებ აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში, ასევე დაიწერა საჩივარი, სადაც დაყენებული იყო კომისიის თავმჯდომარისა და მისი...

ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხელის მოწერის გარეშე

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ონი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს

2013-10-27 ონის რაიონის #8 საარჩევნო უბანზე 12 საათზე მოსულმა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი ისე, რომ საარჩევნო სიაში თავისი სახელის და გვარის გასწვრვ ხელი არ მოუწერია. აღნიშნული ფაქტი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა მოგვიანებით, დაახლოებით 18 საათზე. ფაქტი შეტანილი იქნა ჩანაწერთა წიგნში. დაიწერა საჩივარი, სადაც მოთხოვნილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, საჩივარი გადავიდა საოლქო კომისიაში....

ყუთის გადამტანები ერთიდაიგივე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები არიან

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე, ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2013-10-27 ლანჩხუთში #6 საარჩევნო უბანზე წილის ყრის შედაგად გამოვლინდა გადასატანი ყუთის ორი გადამტანი: ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და იგი ჩაანაცვლა ქართული ოცნების მეორე წარმომადგენელმა. დამკვირვებელმა მხოლოდ 16:00 საათზე შეიტყო აღნიშნულის შესახებ, როდესაც გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა. დაიწერა საჩივარი კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, საჩივარი გადავი...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2013-10-27
ოლქი: რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, სიებთან დაკავშირებული პრობლემები, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2013-10-27 რუსთავში #59 უბანზე იყო ორი ერთი და იგივე სახელის და გვარის პიროვნება, რომლებსაც სხვადასხვა პირადი ნომერები აქვთ. რეგისტრატორს მოუვიდა მექანიკკური შეცდომა, დაიწერა ახსნა-განმარტება და მოგვარდა პრობლემა. შემთხვევა დაფიქსირდა ჩანაწერების წიგნში....