1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 58
123

საჯარო მოხელეთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტი ქუთაისში

თარიღი: 2014-06-03
ოლქი: ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2014-06-03 2014 წლის 28 აპრილს, ქუთაისის თვითმმართველობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ 14-15 წლის წყალბურთელებს სპორტული დანიშნულების ფასიანი საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ახალგაზრდა წყალბურთელებისთვის კომპანია „მაკნატუნამ“ შეიძინა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და კომპანია „მაკნატუნას“ 25% წილის მფლობელი გრიგოლ გუმბერიძე. აღნიშნუ...

„მომავლის ბანაკის“ პროგრამა სკოლის მოსწავლეთათვის

თარიღი: 2014-06-03
ოლქი:
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2014-06-03 საქართველოს პრემიერ - მინისტრის განკარგულების თანახმად, 2014 წლის ივნისი - სექტემბრის თვეებში დაგეგმილია 14 – 18 წლის სკოლის მოსწავლეების ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ დასვენება. ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით. შესაძლოა პრემიერის აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს წარმოადგენდეს....

პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივა სტუდენტებს

თარიღი: 2014-06-03
ოლქი:
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2014-06-03 საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივის თანახმად იგეგმება საერთაშორისო განათლების ცენტრის მეშვეობით წარჩინებული სტუდენტების საჯარო სამსახურში სტაჟირება, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის აშენება. როგორც საიასთვის გახდა ცნობილი 2014 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინიციატივის სტუდენტებისათვის გაცნობა დაიწყეს. წინასაარჩევნოდ მსგავსი პროექტის განხორციელება, შესაძლოა საარჩევნო მიზნებით იყოს განპირობებული, რაც ადმინისტრაციული რე...

მაღალმთიან რეგიონებში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

თარიღი: 2014-06-03
ოლქი:
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2014-06-03 საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში სადაც შობადობის კლებაა და მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა, 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურად ფინანსური დახმარება გაიცემა, რომელიც ბავშვს 2 წლის ასაკამდე გაჰყვება. ფინანსური დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200, ხოლო ბარში 150 ლარს შეადგენს. მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა გურიის, იმერეთის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის მასშტაბით იმოქმედებს. პროექტის წ...

წინასაარჩევნოდ სახელმწიფო-რწმუნებულების, გუბერნატორების სახელფასო დანამატის ზრდა

თარიღი: 2014-06-03
ოლქი:
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2014-06-03 საქართველოს მთავრობის, 13 მაისის N344-ე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს ყოველთვიური დანამატი 2950 ლარი დაუწესდათ. წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენდეს....

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტი ხარაგაულში

თარიღი: 2014-06-03
ოლქი: ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2014-06-03 ხარაგაულის მუნიციპალური გაზეთის, „ახალი ხარაგაულის“ 2014 წლის 13 მაისის გამოშვება, თითქმის სრულად ეძღვნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონის გამგებლობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს. გაზეთის აღნიშნულ ნომერში განთავსებულია რამდენიმე სვეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება კობა ლურსმანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ შორის გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობის დროს. ზემოხსენებული ფაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კერძოდ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ოფიციალური ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტი ოზურგეთში

თარიღი: 2014-06-03
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2014-06-03 2014 წლის 10 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ქარელის გამგებლობის კანდიდატის დასახელების თაობაზე. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს....

ზეწოლა-მუქარა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მიზნით ჩოხატაურში

თარიღი: 2014-05-31
ოლქი: ჩოხატაური , სოფ. გუთური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2014-05-31 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გუთურში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის - ლია ჩიგოგიძის განცხადებით კოალიცია ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი - ლაშა თოლორდავა და კოალიციის აქტივისტები მასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლას ახორციელებენ. როგორც ლია ჩიგოგიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტივისტები უშუალოდ მივიდნენ მის შტაბში და სახლის მეპატრონეს, რომელიც სოციალურად დაუცველია, დაემუქრნენ სოციალური დახმარებ...

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ნაციონალური მოძრაობის წევრზე

თარიღი: 2014-05-27
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2014-05-27 27 მაისს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს მოქალაქეები - გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი დაესხნენ. ლადარიას ცხელი ჩაი სახეში შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი მისი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიტიკური საქმიანობა იყო. აღნიშნულ ინციდენტზე საქმე სის...

მცხეთაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის ფაქტი აგიტაციაში

თარიღი: 2014-05-27
ოლქი: მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2014-05-27 27 მაისს, ქ. მცხეთაში 5 საათზე გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოსახლეობას მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სამუშაო საათებში ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, მათ შორის მცხეთის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მარინა ზურაბიშვილი, კულტურის განყოფილების თანამშრომლები...

აგიტაციის წესების დარღვევის შესაძლო ფაქტი ოზურგეთში

თარიღი: 2014-05-23
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2014-05-23 2014 წლის 16 მაისს, დაახლოებით დღის 12 საათზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონულ ოფისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანების რწმუნებული ამირან ბაქანიძე ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას თანდართული ფოტომასალით საინფორმაციო პორტალი „გურია ნიუსი“ ავრცელებს . ბაქანიძე „გურია ნიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს , რომ „ქართული ოცნების“ ოფისში ძმის მოსანახულებლად მივიდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლებმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ...

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტი ოზურგეთში

თარიღი: 2014-05-23
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2014-05-23 2014 წლის 15 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას თანდართული ფოტო მასალით ინტერნეტ-პორტალი "გურია ნიუსი" ავრცელებს. ბაღს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. გახსნის ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ადგილზე მისულ სტუმრებს საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი კოალიცია „ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით დახვდათ მორთული. კერძოდ, ლურჯი ფერის ბუშტებით, ზედ გამოსახული...

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი გურჯაანში

თარიღი: 2014-05-15
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2014-05-15 სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ საბაბს ასახელებს 15 მაისს გამგებლის მიერ გათავისუფლებული სოფ. კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ოთარ მირიანაშვილიც, რომელიც, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის, გივი რამაზაშვილის მეგობარია. მისი გათავისუფლების საფუძვლად გათავისუფლების ბრძანებაში სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაა მითითებული, თუმცა მას არ ჰქონია მიღებული არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება ან საყვედური. საინიციატივო ჯგუფის მიერ დარეგისტრირებულმა საკრებუ...

აგიტაცია ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ოზურგეთში

თარიღი: 2014-05-15
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2014-05-15 2014 წლის 15 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9 საბავშვო ბაღის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ. მისულ სტუმრებს ერთ-ერთი ოთახი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით დახვდათ მორთული, სადაც გამოსახული იყო მათი რიგითი ნომერი. აღნიშნული ფაქტი გავრცელდა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით, კერძოდ ,,გურია ნიუსის“ ვებ. გვერდზე. ბაღის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო ...

სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევა ახმეტაში

თარიღი: 2014-05-14
ოლქი: ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2014-05-14 ბლოკი "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მხარდამჭერი - ზაზა ლეფსვერიძე აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან. 2014 წლის 14 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველომ მასთან გააფორმა ხელშეკრულება ქ.ახმეტის უბნის უფროსის პოზიციის დასაკავებლად, მაგრამ 21 მაისს მიიღო სატელეფონო შეტყობინება, რომ ის აღნიშნულ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. ზაზა ლეფსვერიძე მის გათავისუფლებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, ვინაიდან მან 15 მაისს განცხადებით მიმართა კ...

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი გურჯაანში

თარიღი: 2014-05-13
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2014-05-13 13 მაისს, გურჯაანის გამგებლის - ემზარ ჯიქურაშვილის ბრძანებით, კაჭრეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულო ბასილაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა გულო ბასილაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კორდინატორთან საუბარში განაცხადა, რომ ის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის - გივი რამაზაშვილის მეგობარი და მხარდამჭერია და სამსახურიდან გათავისუფლებას ამ ფაქტს უკავშირებს. გულო ბასილაშვილის განცხადებით, იგი რვა თვის განმავლო...

დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მერობის კანდიდატის წარდგენას ზუგდიდში

თარიღი: 2014-05-08
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2014-04-12 2014 წლის წლის 12 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა ქ. ზუგდიდში. გიგი უგულავამ ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარუდგინა. “სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა რამდენიმე მოქალაქის გამოჩენას, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აქციას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენ...

შენობა-ნაგებობის არამართლზომიერად გამოყენება პრემიერ მინისტრის მიერ

თარიღი: 2014-04-22
ოლქი: მთაწმინდა , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2014-04-22 2014 წლის 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნების“ წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა, ასევე პარტიული სიის ფორმირების საკითხი იქნა განხილული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა საჩივრით მიმართეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ,,არასაპარლამენტო ოპოზიის“ საჩივრის საფუძველზე 2014 წლის 16 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ...