![]() |
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
"სამართლიანი არჩევნების" სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. "სამართლიან არჩევნებს" წარმატებულად აქვს განხორციელებული ხმების პარალელური დათვლა ბოლო 7 უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე საქართველოში 2003, 2004, 2006, 2008 წლებში. ასევე ხმების პარალელური დათვლა განხორციელდა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში და განახორციელეს არჩევნების მონიტორინგი: უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყირგიზეთში, ალბანეთში, ყაზახეთსა და ნორვეგიაში.
"სამართლიანი არჩევნები" არის "არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის" (ENEMO) წევრი და აღიარებს საერთაშორისო დეკლარაციას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქცევის კოდექსის შესახებ.
არჩევნების დანიშვნის დღიდან, ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღესა და არჩევნების დღის შემდგომ პროცესებს, შედეგად ორგანიზაცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სრული საარჩევნო პროცესის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ასპექტებთან დაკავშირებით. ასევე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო წინასაარჩევნო პერიოდში ფართო საინფორმაციო კამპანიის წარმოებისკენ.
სადამკვირვებლო მისიების განხორციელების პროცესში ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაუტარა სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის 14 000-ზე მეტ მოხალისეს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების მონიტორინგში.
ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად, გარდა არჩევნების მონიტორინგისა, "სამართლიან არჩევნებს" განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის საქმიანობები, დემოკრატიული პროცესის განვითარებისათვის საქართველოში.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია "სამართლიანი არჩევნების: შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.isfed.ge
|
![]() |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზნებია:
ასოციაციის მთავარი მისიაა: "კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!"
საიას საქმიანობა საარჩევნო მიმართულებით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან, 1994 წლიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. არჩევნებზე დაკვირვებისას საია მუდმივად და მკაცრად იცავს ნეიტრალურ პოზიციას.
საიას, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე მოსახლეობისათვის მიუკერძოებელი, კომპეტენტური, დროული ინფორმაციის მიწოდება, ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების გამახვილება ხარვეზებზე, რომლებიც თან ახლავს არჩევნებს და ზრუნვა იმ პოზიტიური ასპექტების გაღრმავებაზე, რომლებიც მიღწეულ იქნა.
სადამკვირვებლო მისიის მიზანია:
საარჩევნო პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დარღვევების გამოვლენით, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში საჩივრების წარდგენის გზით ორგანიზაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს საარჩევნო კანონმდებლობის პროგრესური განმარტების დანერგვას, დამრღვევთა წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გატარებასა და საარჩევნო დარღვევათა შემდგომ პრევენციას.
მიზნების მისაღწევად, არჩევნების მონიტორინგის გარდა, საია საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა ტიპის საქმიანობებსაც ახორციელებს, როგორიცაა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, საჯარო დისკუსიები, ტრენინგები, სტრატეგიული სამართალწარმოება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა და ა.შ.
|
![]() |
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოადგენს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას და გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" (Transparency International) ეროვნულ ბიუროს. ორგანიზაციის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აკვირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ორგანიზაცია ცდილობს, აამაღლოს ცნობიერება და აქტიურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორც მმართველი პარტიის სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებით, ასევე საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდით.
წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის სავარაუდო ფაქტებისა და სხვა სახის დარღვევების გამოვლენის და შემდგომი რეაგირების მიზნით მოქალაქეთათვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი:
IFES თბილისი 0 (32) 260 15 08; ბათუმი 0 (422) 29 44 88.
ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე
ზარი უფასოა
|