ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირისპირება მოსახლეობასთან დირბში
2012-07-18 საია ადასტურებს ზემოაღნიშნულ ფაქტს.
2012-07-13 2012 წლის 26 ივნისს ქარელის რაიონის სოფელ დირბში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შესახვედრად გამოსულ მოსახლეობას ქარელიდან, აგარიდან, რუისიდან, კეხიჯვრიდან და არადეთიდან ჩამოსული ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - აკაკი დოლიშვილი, გამგეობის თანამშრომელი - ლევან მჭედლიძე, სამხედრო გაწვევის თანამშრომელი - ალიკა ყველაშვილი, სოფელ დირბის გამგებელი - ჰამლეტ დავრაშელიძე და და ამავე სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი - სერგო მურადაშვილი. კოალიცია "ქართული ოცნების" შეხვედრა სოფელ დირბში აღარ გაიმართა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე