სოფელ ბახვის რწმუნებულ გოჩა შარაშიძის მიერ ნუკრი ბაჯელიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება
2012-07-04 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ ნუკრი ბაჯელიძეს. ნუკრი ბაჯელიძემ "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ სანამ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართებოდა, მას გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, უწმაწური სიტყვებით მიმართა და დაემუქრა. 4 ივლისს საღამოს სოფელ ბახვის ცენტრში გოჩა შარაშიძემ ბაჯელიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და პერანგი შემოახია. ისინი სოფლის მკვიდრმა, ზვიად ფორჩხიძემ გააშველა. ნუკრი ბაჯელიძემ აღნიშნა რწმუნებულთან ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დამოკიდებულება მათ შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სოფელ მშვიდობაურის კოორდინატორი გახდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე