”ქართული ოცნების” კანდიდატის ირაკლი ტრიპოლსკის მოსახლეობასთან შეხვედრის ხელშეშლის ფაქტი დუშეთში
2012-08-09 2012 წლის 9 აგვისტოს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ შეხვედრა გამართა ქ. დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასთან ერთად ბატონ ირაკლის ასევე დახვდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, რწმუნებულები, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი შტაბის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. შეხვედრაზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე