„ქართული ოცნების“ აქტივისტ ჰასმიკ იეგიანის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ახალციხეში
2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჰასმიკ იეგიანი სამ თანამოაზრესთან ერთად ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს არიგებდა. ამ დროს მათთან აღასა ირიციანი თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად მივიდა, თავი პოლიციის წარმომადგენლად გააცნო და აქტივისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ირიციანმა დახია ბუკლეტების ნაწილი და გოგონებს მაისურების გახადა აიძულა. ჰასმიკ იეგიანმა ბიძას - ტიგრან გრიგორიანს დაურეკა, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტია. მისი მოსვლის შემდეგ ირიციანმა ინცინდენტის ადგილი დატოვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე