მაესტროს ჟურნალისტ თამთა გაზიშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა გორში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-08-08 2012 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი გორში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილთა შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა. ჟურნალისტ თამთა გაზაშვილის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აგრესია გამოხატა და მას გადაღების საშუალება არ მისცა. მაცხოვრებლების ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათთან საუბრის „უფლება“ მხოლოდ მამასახლისებს აქვთ. თავად ერთ-ერთმა მამასახლისმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩასახლებაში არსებულ სიტუაციას ისინი თავად აკონტროლებენ. საბოლოოდ, მოქალაქეთა ჯგუფმა ჟურნალისტს ქვები დაუშინეს და ტერიტორიის დატოვება აიძულეს .


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე