პროდუქტების დარიგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში
2012-08-04 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული ტომრები განთავსდა, რომელშიც მოთავსებული იყო ფქვილი, ზეთი, შაქარი. 2012 წლის 4 აგვისტოს აღნიშნული პროდუქტი დაურიგდა სოფელ პერევის მოახლეობას, ხოლო ტვირთის განაწილებას ახლდა ჭიათურის გამგებელი -პროკოფ ჩიკვილაძე. 6 აგვისტოს სოფელ წირქვალში პროდუქტის განაწილებისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ კეთილაძე იმყოფებოდა. სურსათი დაურიგდა სოფელ ზოდისა და გეზრულის მცხოვრებლებსაც. მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც პროდუქტი არ მიიღო ფიქრობს, მოქალაქეების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. “სამართლიანი არჩევნებისთვის“ უცნობია, თუ რა სიებით ან რა პრინციპით მოხდა პროდუქციის განაწილება. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დახმარებების გაცემა 1991 წელსს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ხდებოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე