"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ვაკის N70 უბანზე არ შეშვება

2012-10-01 ვაკის N 70 უბნის დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე. მიუხედევად იმისა, რომ რამდენჯერმე მოითხოვა, კარები ჩაკეტილი იყო და არ გაუღეს. დამკვირვებელი უბანზე გამოცხადდა 07:10 სთ-ზე. მობილური ჯგუფის ჩარევის შემდეგ იგი უბანზე შეუშვეს 07:30 სთ-ზე. კომისიის განცხადებით დამკვირვებლის უბანზე არ შეშვების მიზეზი იყო ის, რომ წილისყრის პროცესი უკვე დაწყებული იყო.