ბიულეტენების ნაკლებობა N32 გორის საარჩევნო ოლქის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე

2012-10-01 N32 გორის საარჩევნო ოლქის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების ნაკლებობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით. გორის რაიონის სოფლებში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიყვანა ხდება ორგანიზებულად სამარშრუტო ტაქსების საშუალებით, ასევე საარჩევნო უბნის გარეთ ხორციელდება ამომრჩეველთა აღრიცხვა. უბნებზე დაფიქსირდა მარკირების პროცედურის შემოწმების არ განხორციელება, რაზედაც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ვლადიმერ ბოჟაძე
კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის"