წყალტუბოს 58 ოლქის # მე-5 საარჩვნო უბანზე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერების ნაკლებობა
2012-10-01 მიღება-ჩაბარების აქტს აკლდა ხელმოწერები, ასევე მითითებული არ იყო სპეციალური კონვერტების , რეგისტრატორის ბეჭდებისა და საარჩევნო ყუთების ლუქების რაოდენობა, ასევე არ იყო ხელმოწერილი გამცემი პირის- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ. საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლის დროსაც ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი. დარღვევა ჩადენილია აღნიშნული პროცედურის განხორციელების დროს. საია-ს დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა #5 უბნის შედეგების ბათილად ცნობა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე