საგარეჯოს N45 უბანზე დაფიქსირებული დარღვევები
2012-10-01 საარჩევნო უბანზე, დღის განმავლობაში მოხდა არაერთი დარღვევა, რაზეც დაიწერა საჩივრები როგორც ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, ისე შესაბამის სოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად საჩივრებისა, უბანზე კვლავ გრძელდებოდა სხვადასხვა სახის დარღვევები, კერძოდ უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, დაცული არ იყო ხმის მიცემის ფარულობა, უბანზე იყო ქაოსი, არ ხდებოდა საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, წილისყრა ჩატარდა დარღვევით. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, ვითხოვთ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას და კომისიის წევრების, მათ შორის კომისიის თავჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე