აგიტაცია საგარეჯოს ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე

2012-10-01 კომისიის თავმჯდომარე ელდარ ჯალილოვი აშკარად ეწევა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ აგიტაციას. კომისიის თავმჯდომარე ენობრივი ბარიერის მქონე ამომრჩევლებს აშკარად მიუთითებს, რომ ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას და შემოხაზონ ნომერი 5.
აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საია-ს დამკვირვებელმა შეადგინა საჩივარი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინება.