კოორდინატორების ყოფნა სოფელ მეღვრეკესში N 63 საარჩევნო უბანზე
2012-10-01 სოფელ მეღვრეკესში N63 საარჩევნო უბანზე 3-4 კოორდინატორი არიან შესულები და არ ტოვებენ საარჩევნო უბანს. მათ არ აქვთ დამკვირვებლის საბუთი და არ არიან საარჩევნო კომისიის წევრები. ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს უთხრა, რომ კოორდინატორებს ევალებათ ხალხის მოყვანა. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით კოორდინატორების ყოფნა საარჩევნო უბანზე არ წარმოადგენს კანონის დარღვევას და დამკვირვებელს უთხრეს, რომ არაა საჩივრის დაწერა საჭირო. მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი წერს საჩივარს. კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის"/ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყარო"


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე