პროცედურული დარღვევები და ბოლნისის N49-ე საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა (მრავალეროვანი საქართველო)

2012-10-01 ბოლნისის 23-ე ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე 8:30 წუთისათვის კომისია არ იყო მზად ამომორჩეველთა მისაღებად; დაირღვა წილისყრის პროცედურები; პირველი ნაკვეთური არ გაუკეთდა კომისიის ბეჭედს და შესაბამისად დოკუმენტების დამოწმება აღნიშნულის გარეშე ხდებოდა; ბეჭედს ნაკვეთური გაუკეთდა დამკვირვებლის გაპროტესების შემდეგ; ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას - სისტემატური ხასიათი ჰქონდა საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი პირების ერთდროულად შესვლას; არ დაილუქა გადასატანი საარჩევნო ყუთი - მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის გასაჩივრების საფუძველზე გადასატანი ყუთით კენჭისყრის პროცესის ჩაიშალა.
მრავალეროვანი საქართველო