კენჭისყრის პროცედურის ვიდეო გადაღება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ ბათუმის N49 უბანზე

2012-10-01 79-ე ოლქის 49-ე უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ახორციელებდა კენჭისყრის პროცედურის ვიდეო გადაღებას, რის გამოც იგი გაძევებულ იქნა უბნიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნულ საკითხზე კომისიამ იმსჯელა მხოლოდ 1 საათის შემდეგ. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს წარმომადგენლის უფლებების შეზღუდვას, აქედან გამომდინარე მოვითხოვთ მოხდეს სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საუბნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე საარჩევნო კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად.