დამკვირვებლის არ შეშვება და პროცედურების დარღვევა მარნეულის N8 უბანზე

2012-10-01 მარნეულის N8 უბანზე დამკვირვებელი გამოცხადდა 06:45 საათზე. თავმჯდომარემ და მოადგილემ არ დართეს შენობაში შესვლის ნება და გამოუცხადეს, რომ დროებით დალოდებოდა გაერთ და მოგვიანებით შეუშვებდნენ შიგნით. დავუკავშირდით ოლქს, მაგრამ დარღვევა მაინც არ იქნა აღმოფხვრილი. გარდა ამისა უბანი გაიხსნა მხოლოდ 3 (სამი) ადამიანის შემადგენლობით. გაფრთხილების მიუხედავად, თავმჯომარის მიერ არ იქნა მიღებული შესამაბისი ზომები.
აქედან გამომდინარე, დარღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე და 91-ე მუხლების მოთხოვნები.