კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდგომ კომისიის წევრების მიერ გამოძევებული იქნა ყველა ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები გორის N54 და N55 უბნებზე (კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის")

2012-10-01 გორის # 32 საარჩევნო ოლქში, # 54 და #55 საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდგომ კომისიის წევრების მიერ გამოძევებული იქნა ყველა ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი. # 54 საარჩევნო უბანში, დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი, თუმცა კომისიის მდივანმა არ ჩაიბარა, ხოლო # 55 საარჩევნო უბანში საჩივრის დაწერის შემდგომ, დამკვირვებლები დაშვებულ იქნენ საარჩევნო უბანში.
კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის"/არასამთვრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყარო"