მოქალაქის მიერ ხმის მიცემა არასათანადო დოკუმენტაციით გურჯაანის N6 საარჩევნო უბანზე
2012-10-01 აღნიშნულ საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა მისცა კანონის მოთხოვნების დარღვევით. იგი ერთიან სიაში შეყვანილი იყო, როგორც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე. დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31–ე მუხლის 12 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, ხმა მისცა განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის გარეშე (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ) და მხოლოდ აიდი ბარათის მეშვეობით. დამკვირვებლის მიერ მოხდა თავმჯდომარის გაფრთხილება, რომ პიროვნებას არ უნდა მიეცა ხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა თავმჯდომარემ მოქალაქეს მისცა ხმის მიცემის უფლება და დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები,რაც მისი პასუხისმგებლობის საფუძველია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე