„ქართული ოცნების“ მხარდამჭრების ზვიად საბანაძის, გიორგი ჯანქანიძისა და პეტრე თავლიაშვილის დაკავების ფაქტი შინდისში
2012-09-23 23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე