ზეწოლა ახმეტის საკრებულოს წევრებზე
თარიღი: 2013-08-20
პერიოდი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2013-10-22 რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოხდა. საკრებულოს ანონიმური წევრის განცხადებით წევრებზე ხორციელდება ზეწოლა, ხოლო პროცესი ინიცირებულია ზურაბ ზვიადაურის, ასევე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და კახეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გოგიტა ღარიბაშვილის მიერ.
2013-08-20 2013 წლის 22 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 დეპუტატმა განცხადებით მიმართა საკრებულოს და მოითხოვა საკრებულოს თავჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მომდევნო დღეს დანიშნულ სხდომაზე. ბიუროს სხდომაზე დამსწრე 7 დეპუტატიდან აღნიშნული საკითხის განხილვას მხარი ორმა დეპუტატმა დაუჭირა. ბიუროს სხდომას განცხადებაზე ხელმომწერი ორი დეპუტატიც ესწრებოდა, თუმცა საკითხის განხილვას მხარი არც მათ დაუჭირეს. 23 აგვისტოს საკრებულოს სხდომის დასრულებისთანავე 14 დეპუტატმა კვლავ შეიტანა განცხადება და მოითხოვა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის ჩატარება განხილვის გარეშე.
2013-08-20 26 აგვისტოს საკრებულოში ახალი განცხადება შევიდა იმავე მოთხოვნით, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა წარადგინა, თუმცა აღნიშნული განცხადება დეპუტატებმა უკან გამოითხოვეს. საკრებულოს სხდომის შემდეგ 12 დეპუტატის ხელმოწერით ახალი განცხადება დარეგისტრირდა. დეპუტატებმა ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, ახალი თავმჯდომარის არჩევა და რიგგარეშე სხდომის 2 სექტემბერს მოწვევა მოითხოვეს. სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ საკრებულოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. მუნიციპალიტეტში გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატები შეხვედრაზე დაიბარა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ზვიადაურმა. შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური. აღსანიშნავია ის, რომ ღია დაპირისპირება საკრებულოსა და გამგეობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულომ კონკურსში გამარჯვების მიუხედავად, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური არ დაამტკიცა გამგებლად, ვინაიდან ბექა ბაიდაურის სახელზე გაცემული ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება – გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თავად დეპუტატები პირად საუბრებში უარყოფენ მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრისა და ზეწოლის ფაქტს, თუმცა მათი არათანმიმდევრული ქმედება გარკვეულ ეჭვებს აჩენს. დეპუტატები ასევე უარს აცხადებენ დაასაბუთონ, თუ რა მიზეზით ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას.სამართლიანი არჩევნები“ უარყოფითად აფასებს საკრებულოს წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს და მოუწოდებს შესაბამის პირებს თავი შეიკავონ მსგავსი სახის ქმედებებისგან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე