წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების თვითნებურად გაცვლა

2013-10-27 საბურთალოს ოლქის #35 უბანზე კომისიის მდივანმა პირველ რეგისტრატორად დაარეგისტრირა პირი, რომელსაც წილისყრით სხვა ფუნქციის შესრულება დაევალა. საიას დამკვირვებელმა მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ აღმოეფხვრა დარღვევა, თუმცა მან არანაირი რეაგირება არ მოახდინა, რის შედეგადაც საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა,კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინური პასუხისმგებლობა.