არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა
2013-10-27 ბათმის #5 საარჩევნო უბანზე, ბათუმის #5 უბანზე ორმა მოქალაქემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირებს, შეძლეს ხმის მიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, მათ საარჩევნო კომისიისათვის არ წარუდგენიათ დევნილის მოწმობა. მიუხედავად, იმისა რომ დამკვირვებელმა მიუთითა კომისიის შესაბამის რეგისტრატორსა და თავმჯდომარეს აღნიშნული ქმედების საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამობის შესახებ, მაინც მოხდა მოქალაქეებზე ბიულეტინის გაცემა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება. კომისიამ აღნიშნულ პრობლემაზე არ მოახდინა სათანადო რეაგირება და კოდექსის დარღვევით ხმის მიცემის საშუალება მისცა აღნიშნულ მოქალაქეებს. აღნიშნულ შემთხვევაზე დაიწერა საჩივარი, კომისიის თავმდჯომარის და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის მოთხოვნით


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე