გაუჭებული ბიულეტენების პროცედურის დარღვევა
2013-10-27 გურჯაანში #23 საარჩევნო უბანზე, 8:00-დან 10:00-მდე კომისიის წევრმა (რეგისტრატორი) ნათია ოქრომჭედლიშვილმა 15 ბიულეტენი ყუისგან გამოაცალკევა არა პერორირებული ხაზის გასწვრივ, არამედ ისე, რომ ბიულეტენებზე საარჩევნო ოლქის და უბნის ნომრები, აგრეთვე მხოლოდ ერთი სუბიექტის რიგითი ნომრის შემოხაზვის გართხილებაც აღარ დარჩა. საუბნო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურა არ შეასრულა, ანუ აღნიშნულ ბიულეტენებს კუთხე არ ჩამოაჭრა, არ დააწერა "გაუებულია", კომისის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და ცალკე არ შეინახა. ყველა ბიულეტენი გამოყენებულ იქნა ხმის მისაცემად. აღნიშნულის შესახებ დაიწერა ჩანაწერთა წიგნში ასევე საჩივარი გადავიდა ოლქში


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე