გადასატანი ყუთის სხვა მისამართზე მიტანა
2013-10-27 მარტვილის ოლქის 28-ე უბანზე დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ გადასატან ყუთის სიაში არსებული ერთერთი ამომრჩეველის ნაცვლად გადასატანი ყუთის თანხმლები კომისიის წევრები მივიდნენ სხვის მისამართზე, სადაც ცხოვრობდა იგივე სახელის და გვარის მქონე პირი , რომელიც გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირდება. კომისიის წევრებმა არ შეამოწმეს ამომრჩევლის პირადობის მოწმობა, რათა მოეხდინათ იდენტიფიცირება ორი ერთნაირი სახელი და გვარის მქონე პირებიდან , თუ რეალურად რომელი მათგანი იყო შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში. შესაბამისად გადასატანი ყუთით ისარგებლა იმ ამომრჩეველმა, რომელიც ფიქსირდება ამომრჩევლოთა ერთიან სიაში. დარღვევის შესახებ დაფიქსირდა ჩანაწერების წიგნში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე