არასათანადო დოკუმენტაციით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მცდელობა

2013-10-27 გორის ოლქში, ზეღდულეთის #44-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტაციით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობის ფაქტი. ამომრჩეველმა რეგისტრატორთან წარადგინა მხოლოდ ამომრჩევლის ბარათი, ხოლო კომისიამ იმ მოტოვით, რომ ამ პირს ყველა იცნობს გადაწყვიტა მისთვის მიეცათ ხმის მიცემის უფლება. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიამ არასათანადო დოკუმენტაციის მქონე პირს არ მისცა კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება.