არასათანადოდ დალუქული საარჩევნო ყუთი და უბნის ბათილად ცნობის საფრთხე

2013-10-27 შემოვიდა ინფორმაცია, რომ ვაკის ოლქში მე-80 სპეციალურ უბანზე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადოდ დალუქული და სტაციონალური დამკვირვებლების მიერ დაიწერა საჩივრები. ადგილზე მივიდა ჩვენი მობილური ჯგუფი და პარალალურად, უბანზე მივიდნენ საოლქო კომისიის წევრები, რომლებმაც დროებით შეაჩერეს ხმის მიცემის პროცედურა. შემდგომ მათ მიერ მოხდა საარჩევნო ყუთის სათანადოდ დალუქვა და გაგრძელდა ხმის მციემის პროცესი. საბოლოოდ, მათი და საუბნო კომისიის თავჯდომარის მიერ გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა აღნიშნულ პროცესზე (ხმის მიცემის პროცესის შეჩერებამდე უბანზე ხმა მიცემული ქონდა 100 ამომრჩეველს და დარჩენილი იყო 55 ამომრჩეველი). ასევე, საოლქო კომისიის წევრების განმარტებით აღნიშნული უბნიდან შემაჯამებელი ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ საოლქო კომისია იმსჯელებს უბნის ბათილობაზე.