დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

2013-10-27 09:05 -ზე მარნეულის N 42 უბნის კომისიის თავმჯდომარის თანხმობით კაბინაში ორი პირი ერთდროულად შევიდა. კომისიის თავმჯდომარეს თქმით, ეს მოხდა იმიტომ, რომ ამომრჩეველმა არ იცოდა როგორ შეევსო ბიულეტენი. დამკვირვებლის აღნიშვნით, ამომრჩეველს არ ჰქონდა მსგავსი პრობლემა. დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა არ მისცეს უფლება, რომ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში შეეტანა. აღნიშნულ ინციდენტზე დაიწერა საჩივარი, რომელშიც მოთხოვნილი იყო კომისის თავმჯდომარისა და მოადგილის პასუხისმგებლობა. აღნიშნული საჩივარი გადავიდა ოლქში