ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხელის მოწერის გარეშე

2013-10-27 ონის რაიონის #8 საარჩევნო უბანზე 12 საათზე მოსულმა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი ისე, რომ საარჩევნო სიაში თავისი სახელის და გვარის გასწვრვ ხელი არ მოუწერია. აღნიშნული ფაქტი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა მოგვიანებით, დაახლოებით 18 საათზე. ფაქტი შეტანილი იქნა ჩანაწერთა წიგნში. დაიწერა საჩივარი, სადაც მოთხოვნილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი, საჩივარი გადავიდა საოლქო კომისიაში.