2013-10-27 საბურთალოს რაიონში #58 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის თანხმლებმა კომისიის წევრებმა მოქალაქეს ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს. ფაქტი დაფიქსირდა 20:30 საათზე, გადასატანი ყუთის გახსნის დროს. ინციდენტი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში და ასევე დაიწერა საჩივარი საოლქო კომისიაში.