0000-00-00 ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელდა 2 ცვლილება, კერძოდ, შემოსულობების ნაწილი გაიზარდა 4,571,700 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ტრანსფერის სახით 5,952,700 ლარი. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად, შემცირდა მერიის შრომის ანაზღაურების ხარჯები 7,300 ლარით, რაც დაემატა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს. გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 3,200 ლარით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების შემცირების ხარჯზე. ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ხარჯის 100,000 ლარით შემცირებით გაიზარდა დაფინანსება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის. 18,200 ლარით შემცირდა საბავშვო ბაღების გაზიფიცირების პროგრამა და დაემატა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს. 40,000 ლარი გამოიყო შუქნიშნების შესაძენად. კეთილმოწყობის პროექტებს დაემატა სანერგე-საჩითილე მეურნეობის მოწყობის პროგრამა, რისთვისაც გამოყოფილ იქნა 29,000 ლარი. გაიზარდა სპორტული ობიექტების, კერძოდ სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციის თანადაფინანსების ხარჯები 42,100 ლარით. განხორციელდა ცვლილებები მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის პროექტებში. კერძოდ, გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 70,000 ლარით შემცირების საფუძველზე გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა და პროექტირების ხარჯები 30,000 ლარით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე