სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30
19 ივლისს, წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის უფროსი, ბაჩანა გვიანიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გვიანიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ დაინიშნა მარტში 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, თუმცა 4 თვეში ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე შეუწყვიტეს ხელშეკრულება.

მანამდე ბაჩანა გვიანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს უფროსი იყო. წყალმომარაგების კომპანიაში გორის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. გიორგი ხოჯევანიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ბაჩანა გვიანიშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მასთან ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის აქტიური წევრი არ არის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე