სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
23 აგვისტოს, სამსახურიდან გაათავისუფლეს თედორე კალმახელიძე. იგი 2017 წლიდან მუშაობდა ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის საქართველოს წარმოამდგენლობა „აკკორდ ჯორჯიაში", შრომის უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე. იგი გათავისუფლებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, კალმახელიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატია. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები. სწორედ ამას უკავშირებს კალმახელიძე სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას.

თედორე კალმახელიძის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე