აგიტაცია სოციალური ქსელით
2021-09-07
ყაზბეგის იუსტიციის სახლის მენეჯერმა, მანანა მარსაგიშვილი-ელოშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის შალვა ელოშვილის ცოლია, სამუშაო დროს შექმნა კანდიდატის მხარდამჭერი ჯგუფი ფეისბუქში და დაწერა რამდენიმე პოსტი. ასევე სამუშაო დროს ამ ჯგუფში წერდნენ მხარდამჭერ პოსტებსა და კომენტარებს ადგილობრივი საჯარო მოხელეები.
მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ მოხსნა შალვა ელოშვილის კანდიდატურა და ამჟამად პარტიის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილია, რომელიც 2012-2019 წლებში ყაზბეგში პოლიციის უფროსი იყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე