სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2021-09-26
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის გივი წვერავას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა კულტურის მინისტრს კვლავ დასანიშნად წარუდგინა წვერავას კანდიდატურა, მინისტრის მოადგილემ სამხატვრო ხელმძღვანელს წერილით აცნობა, რომ წარადგინოს სხვა კანდიდატურა, რადგან წვერავას დირექტორის პოზიცია ეკავა 2017 წლიდან და მისი დირექტორობის პერიოდში თეატრში "ხელშესახები განვითარება" არ შეინიშნება.

გივი წვერავა არის პარტია „საქართველოსთვის" წევრი და გორის ოლქში წარდგენილი კანდიდატი პროპორციულ სიით. წვერავამ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ მისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი პოლიტიკურად მოტივირებულია და არ არის კავშირში თეატრის განვითარებასთან. წვერავას თქმით, 20 თეატრის დირექტორიდან, რომელსაც ხელშეკრულების 4 წლიანი ვადა სექტემბერში ეწურებოდა და სამხატვრო ხელმძღვანელების წარდგინებით, მის გარდა ყველა კვლავ დაინიშნა. მას 9 სექტემბერს ჩაბარდა შესაბამისი ბრძანება, რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 18 სექტემბრიდან, გათავისუფლებულია თეატრის დირექტორის თანამდებობიდან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე