სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯგალი-მედანის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" და ამავდროულად რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლირა ღურწკაია სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა პედაგოგს, რომლის მეუღლეც იმავე სოფლების მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", თუ ეს უკანასკნელი უარს არ იტყოდა კანდიდატობაზე. კანდიდატმა დამკვირვებელს ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების საფუძველზე ამ ეტაპზე მუქარა/ზეწოლა აღარ ხორციელდება და არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე