სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 „საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის განცხადებით, მის კუთვნილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყება შპს „თეონა" და შპს „ბოკატელოს" დოკუმენტაციით წელს უკვე მეორედ დაინტერესდა. ტეფნაძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციითა და ქონების განადგურებით ემუქრებიან, თუ კანდიდატურას არ მოხსნის. ტეფნაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილები მიიღო. იგი აღნიშნულ ფაქტებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს ტეფნაძემ აცნობა, რომ პირადი და მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლით, ოჯახის წევრების ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან და ყოველდღიურად რამდენიმე მანქანა დაჰყვება უკან. იგი საგამოძიებო უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და მტკიცებულებებსაც გადასცემს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე