საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება
2021-09-29 პარტია ,,საქართველოსთვის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით საჯარო სკოლის პედაგოგებზე ზეწოლა ხორციელდება. მათ ზეწოლის შედეგად უარი განაცხადეს საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენლობაზე. ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელთან ფაქტი დაადასტურეს პედაგოგებმა, თუმცა მათ ანონიმურად ყოფნა არჩიეს. მათი თქმით, ზეწოლა ხორციელდება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლირა ღურწკაიას მიერ. ღურწკაია ამავდროულად წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე