პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი
2021-10-02 #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი. უბანზე არ მოწმდება და არ კეთდება მარკირება. დღის მანძილზე „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს არაერთხელ შეუზღუდეს დაკვირვების უფლება. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის მიერ არაერთხელ დაირღვა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა. შესაბამისად, „სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო საარჩევნო კომისიაში მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე