გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები
2021-10-03 #62 ჩოხატაურის #14 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო რეგისტრირებული გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ამის გამო, ხმა ვეღარ მისცა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებული გადასატანი ყუთი, ამავე კომისიის წევრებმა კვლავ გაიტანეს უბნიდან, გადასატან საარჩევნო სიაში მყოფი იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც თავდაპირველად ვერ მისცა ხმა კომისიის წევრების უკანონო ქმედების გამო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე