ბიულეტენების ჩაყრა
2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე, ყუთის ზედამხედველმა ზედმეტად მოათავსა სპეციალური კონვერტები ყუთში. ამ ფაქტს უბანზე მოყვა არეულობა და შეფერხდა საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის საშუალება. Მმოგვიანებით, უბანზე არსებული დაპირისპირების გამო, თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. უბანზე იყო პრაქტიკულად სრულიად უმართავი სიტუაცია და შეხლა-შემოხლა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ადგილზე დაწერა საჩივარი. დამკვირვებელმა თვითონ დაინახა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, თუმცა ხმის დათვლის დროს ე.წ „ბალანსი" შედგა, რაც იწვევს ეჭვს, რომ ბიულეტენების ჩაყრასთან ერთად, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან ხელმოწერების გაყალბებას.  


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე