2012-07-02
2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის - ნიკო მამიაშვილის N 111 ბრძანების საფუძველზე სამსხურიდან გათავისუფლდა სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარო გოგილაშვილი, რომელიც ამასთანავე სოფელ არაშენდას საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგია. სამსახურიდან გათავისუფლებას მარო გოგილაშვილი "ქართული ოცნების" კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობას უკავშირებს....
2012-06-30
გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თენგიზ გოგოლაძე, დაჰყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორ ირაკლი მაჩიტაძეს ყოველ ოჯახში და სთხოვდა სიების გადაცემას იმის შესამოწმებლად ყველაფერი სწორად იყო თუ არა ასახული. შემდეგ იგი შეეცადა სიის თან წაღებას და ასლების გადასაღებად დანარჩენი ფურცლებიც მოითხოვა და პირობა დადო, რომ არავის ეტყოდა ამის შესახე. ბოლოს მან ირაკლის ურჩია რაიმე ხიფათში არ გახვეულიყო....
2012-06-27
იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეულ...
2012-07-18
26 ივნისი , შიდა ქართლი: ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ჩხუბში და აქტიურობდა. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - ჩხუბობს. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ჩხუბობს. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - ჩხუბობენ. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგან...
2012-07-17
პე-ეს-პე ჯგუფის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე, განყოფილებაში „ქველმოქმედება“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია მრავალფეროვან საქველმოქმედო საქმიანობას აწარმოებს სწორედ დმანისის რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც აღნიშნულ ჯგუფთან სამართლებრივი კავშირის მქონე პირი - კახაბერ ოქრიაშვილია. ეს უკანასკნელი მოქმედი პარლმენტის წევრია, გაწევრიანებულია ფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკურ გაერთიანებას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავის მხრივ, გაცხა...
2012-07-09
2012 წლის 24 ივნისს ზაქარია ქინქლაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთან, პაატა სუხიშვილთან შელაპარაკების გამო დააკავეს და 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. საია დაკავებული პირის ინტერესებს იცავს....
იხილეთ ყველა (3) კომენტარი
2012-06-25
2012 წლის 16 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეს, მისივე განმარტებით, ტყიბულის საკრებულოს თანამშრომელი დავით ჭანკვეტაძე დაემუქრა და უთხრა, რომ თავი დაენებებინა "ოცნებებისთვის" რადგან მისი პირადი მონაცემები აქვთ და მისთვისვე უმჯობესი იქნებოდა გულისხმიერებით მოკიდებოდა ამ გაფრთხილებას....
2012-07-31
ქეთევან გილაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2012 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ის გამგეობის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ქეთევან გილაშვილის პირადი განცხადება, თუმცა საქმეში წარმოდგენილ აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის მიერ არ არის დასმული თარიღი. ასევე გათავისუფლების თაობაზე პირად განცხადებაში სამსახურის სახელწოდებად მითითებულია სახელწოდება, რომელიც სამსახურის აღარ ერქვა 2012 წლის...
2012-07-18
რუსთავის მერიამ ქალაქის გარეუბნისა და სოფელ სამგორის სოციალურად დაუცველ 420 ოჯახს ერთჯერადად თითო ტომარა კარტოფილი უსასყიდლოდ დაურიგა. მსგავსი ტიპის დახმარება სოციალურად დაუცველებს აქამდე არ მიუღიათ.
[url]http://transparency.ge/post/general-announcement/gantskhadeba-rustavis-me[/url]...
2012-06-16
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ და ნიკა გილაურმა რესტორან ტრიუმფში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართეს და მათ ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით დროულად განასაჯაროოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარჯთაღრიცხვა უკანასკნელი თვეების მანძილზე.
[youtube]pTHtJIq9b8k[/youtube]...
2012-07-31
2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 75 წლის ცინარა აბულაძესაც ჰქონდა. მისი შვილი, გოგიტა აბულაძე, რომელიც ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, 2012 წლის 18 იანვარს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც გოგიტას ოჯახის წევრები განმარტავენ, სამართალდამცავი ორგან...
2012-06-15
2012 წლის 30 მაისს, ქალაქ რუსთავის მეჩვიდმეტე მიკრო-რაიონის კორპუს 12, ბინა #64-ში ქალბატონი მივიდა, რომელმაც ოჯახს თავი წარუდგინა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა, ეთქვათ, თუ რომელი პარტიისათვის აპირებდნენ ხმის მიცემას. ოჯახის წევრს განუცხადა, რომ თქვენი შვილი, შორენა მჭედლიძე მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ „საქსტატში“, ამიტომ უნდა გვითხრათ ის ვის აძლევს ხმას....
2012-06-15
თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მევლუდ შუშანაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური საბაბით უკანონოდ მოეხსნა სოციალური დახმარება, ვინაიდან 2012 წლის 15 მაისს იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. სოციალური აგენტის განცხადებით, მევლუდ შუშანაშვილს სოციალური დახმარება მოხსნილი არ აქვს. მას დახმარება დროებით შეუჩერდა, სანამ ხელხალა არ დაითვლება ქულები....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-06-15
2012 წლის 13 მაისს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი „კარდაკარის“ რეგისტრატორების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების დროს შეესწრო შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთმა რესპონდენტმა ციური ლოლაძემ მათ განუცხადა, რომ ამომრჩევლების პირადობის მოწმობის მონაცემებს აგროვებდა.ლოლაძემ განაცხადა, რომ აღნიშული დავალება მას საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ვალერი დედაბრიშვილმა მისცა....
2012-06-15
საარჩევნო სიების გადამოწმების „კარდაკარის“ მონიტორინგის დროს ქალაქ ოზურგეთის რამოდენიმე უბნის მოსახლეობამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათთან იმყოფებოდნენ გამგეობის თანამშრომლები და ეკითხებოდნენ, აპირებენ თუ არა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას. ამავდროულად, ისინი აგროვებდნენ ამომრჩევლების პირად მონაცემებს....
2012-06-15
ირმა პეტრიაშვილი, რომელიც სამი შვილის დედაა, ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N88 ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების განყოფილებამ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნების“ საქმიანობაში ჩაერთო....
2012-06-15
18 მაისს ირაკლი ალასანია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, მაკა ლატარია შეხვედრაზე დაკვირვების მიზნით მივიდა. გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვლადიმერ ჭითანავამ მაკას საჯაროდ და არაკორექტული მუქარის ფორმით ადგილის დატოვება მოსთხოვა....
2012-06-15
2012 წლის 17 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის შეხვედრა სკოლიდან დათხოვნილ პედაგოგებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ქეთევან ივანიშვილი, რომელმაც გამოხატა აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. მისი აზრით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეწინააღმდეგება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ შექმნას, ამიტომ დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალ...
2012-06-15
2012 წლის 3 მაისს გორის ადგილობრივი გაზეთის, ფოტოკორესპონდენტი და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რევაზ ნადირაძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი პრობლემის გასაშუქებლად მივიდა, რა დროსაც მას ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა/მამასახლისმა ლევან მაისურაძემ სხვა პირებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა საშუალება გადაეღო რეპორტაჟისთვის საჭირო კადრები....
2012-06-15
2012 წლის 20 მაისს, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი თიანეთში პოლიციის შენობის გადაღების დროს ადგილობრივმა პოლიციელებმა დააკავეს. ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პოლიციას მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. მისი განცხადებით წართვეს აპარატურა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადვოკატთან დალაპარაკების საშუალება არ მისცეს....
იხილეთ ყველა (3) კომენტარი