2012-08-20
2012 წლის 20 აგვისტოს დუშეთის მკვიდრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ზურა ბურდული, რომელიც სამხედრო სამსახურისათვის რამდენჯერმე იქნა დაწუნებული, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. როგორც იგი „სამართლიანი არჩევნების“ გრძლევადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, სამედიცინო შემოწმების დროს სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ბესო უნდილაშვილი ექიმებს სთხოვდა, რომ სამედიცინო დასკვნაში აღენიშნათ, რომ ბურდული სამხედრო სამსახურისათვის ვარგისია.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვად...
2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩოხატაურის სკოლის რამდენიმე პედაგოგი დასწრებას არ აპირებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე სკოლის დირექტორი მათ ხელფასის დაქვითვით დაემუქრა, რის გამოც პედაგოგები შეხვედრას დაესწრნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ პედაგოგების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს....
2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჰასმიკ იეგიანი სამ თანამოაზრესთან ერთად ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს არიგებდა. ამ დროს მათთან აღასა ირიციანი თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად მივიდა, თავი პოლიციის წარმომადგენლად გააცნო და აქტივისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ირიციანმა დახია ბუკლეტების ნაწილი და გოგონებს მაისურების გახადა აიძულა.
...
2012-08-09
საინფორმაციო საშუალება „გურია ნიუსით“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ ნუგზარ გიორგაძეს, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, 2012 წლის 9 აგვისტოს თავის კუთვნილ მიწაზე გაშენებული ძვირფასი ჯიშის ხის პავლონიის ნერგები გაჩეხილი დახვდა. ამ ფაქტს ბატონი ნუგზარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. მართალია ვერ აკონკრეტებს ვის მიერ მოხდა ნერგების გაჩეხვა, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ ...
2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ბელგიაში მცხოვრებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა.
ლევან თაბორიძე აღნიშნულ ფაქტს იმ მოვლენას უკავშირებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში....
2012-08-03
2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ და უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოსო ციციშვილმა წნორში მცხოვრებ ნიკოლოზ კიკილაშვილს „ურჩიეს“ დაეტოვებინა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რაზეც მისგან უარი მიიღეს. მათ კიკილაშვილი მანქანაში ჩასვეს და სიღნაღში წაიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორი...
2012-08-02
2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" სოფელ ორულუს კოორდინატორ ემზარ ცაავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა ეწვია. ემზარ ცაავას თქმით, ირაკლი ცაავამ ოთახის კარი გადაკეტა და მისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იყო ოპოზიციაში და რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეეწყვიტა.
შელაპარაკების დროს ირაკლი ცაავა იარაღით იმუქრებოდა. მოგვიანებით ემზარ ცაავამ ოთახიდან გაქცევა მოახერხა და თხილის ნარგავებში 2 საათის განმავლობაშ...
2012-08-07
2012 წლის 7 აგვისტოს დედოფლისწყაროს შპს "ადითის" სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედპერსონალი - ეთერ ჭუჭულაშვილი დირექტორმა იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ რომ მისი მეუღლის ძმა - გიორგი ნასრაშვილი "ქართული ოცნების" ოფისის წარმომადგენელია.
ფაქტის გახმაურების შედეგად (დაახლოებით 10 დღის შემდგომ), ეთერ ჭუჭულაშილი აღდგენილ იქნა სამსახურში. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან შპს "ადითის"დირექტორმა, ნუკრი ბაღაშვილმა გათავისუფლების ფაქტი არ ...
2012-08-20
2012 წლის 20 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლელა რაზიკაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობდა. ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიზეზად მითითებულია, რომ იგი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის და მუზეუმში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა.
თავად ლელა რაზიკაშვილი საკუთარი გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან 2012 წლის 14 ივლისს მუზეუმში ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭე...
2012-08-09
2012 წლის 9 და12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი - თეა დავითულიანი ორი სხვადასხვა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავითულიანი სასწრაფო დახმარების მე-10 ფილიალში (მიხაილოვის საავადმყოფოსთან) ხელშეკრულების საფუძველზე უმცროს ექიმად, ხოლო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობდა. მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა, საყვედური ან რაიმე სახის გაფრთხილება არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ თეა დავითულიანი ორივე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანამშრომლებთ...
2012-08-09
2012 წლის 9 აგვისტოს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ შეხვედრა გამართა ქ. დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასთან ერთად ბატონ ირაკლის ასევე დახვდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, რწმუნებულები, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი შტაბის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. შეხვედრაზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი იძუ...
2012-07-24
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტებმა, გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ 24 ივლისს პრეზიდენტის ვიზიტისას მათთან მივიდა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მოთხოვა დაეტოვებინათ ტერიტორია. ამასთანავე, მათ გამოართვეს ფოტოაპარატი და წაუშალეს გადაღებული ფოტოები.
2012 წლის 29 ივლისს პრეზიდენტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ჟანა მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე დაცვის წევრებმა ამჯერ...
2012-07-11
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე გამოჩნდა გადამღები ჯგუფი, რომლებიც არ ასახელებენ რომელი მედიაკომპანიის წარმომადგენლები არიან, არა აქვთ ლოგო და სამკერდე მოწმობა. „ჟურნალისტი“ ნინო ზაქარაშვილია, ხოლო ოპერატორი გიორგი ჩუგუაშვილი. „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ლიდერების თქმით, აღნიშნული ჯგუფი მათ შეხვედრებზე დადის და აფიქსირებს აქციის მონაწილეებს.
გადამღები ჯგუფი თავდაპირველად 2012 წლის 11 ივლისს სოფელ ახალქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დააფიქსირეს, ს...
2012-06-20
2012 წლის 20 ივნისს კასპის საკრებულოს სხდომაზე კასპის რაიონის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში იხილებოდა. აღნიშნულ სხდომაზე „ინფო 9-ის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. მიზეზად დაცვის პოლიციამ ჟურნალისტების სხდომაზე დაგვიანებით მისვლა დაასახელა, ასევე მათ განუცხადეს, რომ სხდომა დახურული იყო.
მოგვიანებით ჟურნალისტმა შორენა ხაბალაშვილმა კამერის გარეშე საკრებულოს თავჯდომარესთან შესვლა და გასაუბრება სცადა, მაგრამ დაცვის პოლიციამ იგი უკვე კაბინეტის კართან მისული ძალის გამოყენებით გამოა...
2012-07-08
2012 წლის 8 ივლისს „ტვ-9“-ის არხის ბათუმის კორესპონდენტს, ნათია როყვას სიუჟეტის გადაღების დროს „რეალ-ტვ“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი აედევნა. უსვამდენ პროვოკაციულ კითხვებს და სიუჟეტის მომზადების საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბარში ნათია როყვამ აღნიშნა, რეალტივის ჟურნალისტისგან იყო პოლიტიკური ხასიათის კითხვებიც, კერძოდ, „გამოაგზავნა თუ არა გადაღებაზე ბიძინა ივანიშვილმა?“, „მოუმზადა თუ არა მან კითხვები?“ და „უხდის თუ არა ფულს...
2012-07-14
2012 წლის 14 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი.
ის პიროვნებები, რომლებიც ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავს და მიშკა მერებაშვილი- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურ...
2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია.
ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მი...
2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - გუგული მაღრაძე, დიმა ჯაიანი და პავლე ნოზაძე ქარელის რაიონის სოფლების - ბრეთის, ძლევიჯვრის და სასირეთის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაყვებოდნენ და შეკრებილ მოსახლეობას პრობლემებზე საუბრისაგან თავის არიდებას აიძულებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა სასირეთის გამგებელი - მელორ ელიაშვილი და ბრეთის გამგებელი - რამაზ ახალკაცი....
2012-07-04
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ ნუკრი ბაჯელიძეს. ნუკრი ბაჯელიძემ "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ სანამ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართებოდა, მას გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, უწმაწური სიტყვებით მიმართა და დაემუქრა.
4 ივლისს საღამოს სოფელ ბახვის ცენტრში გოჩა შარაშ...
2012-08-21
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, როსტომ ბერიძე 3 თვეა ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ფართის დაკანონებას ქედაში, რადგან აბუსერიძის ქუჩა #3, ახალი დამისამართებით 6 ნომერი გახდა.
როსტომ ბერიძეს ეს ფართი უნდა მიექირავებინა ტელეკომპანია „ტვ-9“-ის აჭარის წარმომადგენლობისათვის, მაგრამ ნოტარიუსმა ქირავნობის ხელშეკრულების დამოწმებაზე უთხრა უარი, რადგან ეს მისამართი აღარ არსებობდა და ურჩია მიემართა საჯარო რეესტრისათვის ხარვეზის გასასწორებლად.
ს...